რუსეთის ნავთობის ექსპორტის მოგება 2023 წლის ოქტომბერში შემცირდა, რადგან ნავთობის გლობალური ფასები დაეცა და შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა გემებზე, რომლებიც დასავლეთის შეზღუდვებს არღვევდნენ. ამის შესახებ Bloomberg ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ ოქტომბერში რუსეთმა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან 18,34 მლრდ დოლარი მიიღო, რაც 25 მლნ დოლარით ნაკლებია, სექტემბრის მოგებაზე. რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთლიანი ექსპორტი დღეში 7,5 მლნ ბარელამდე დაეცა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო შემოსავლის შემცირებას უკავშირებს იმას, რომ ნედლი ნავთობის უფრო დიდი მარაგები მიწოდებამ, ვერ შეძლო ნავთობპროდუქტების ნაკადის შემცირების კომპენსირება.
სააგენტოს ცნობით, ოქტომბერში რუსული ნავთობის ფასი ბარელზე $80,66-მდე დაეცა.
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა 12 ოქტომბერს სანქციები დაუწესა 2 ნავთობტანკერს და მათ რეგისტრირებულ მფლობელებს თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რადგან ორივე გემი აშშ-ს სერვის პროვაიდერებს იყენებდა რუსული ნავთობის გადასაზიდად, რომლის ფასიც G7-ის მიერ დაშვებულ მაქსიმალურ $60-ზე მაღალი იყო.
„აშშ-ს ხაზინის პირველმა სანქციებმა, რომლებიც G7-ის ფასის ლიმიტის შესაბამისად დაწესდა, ტრანსპორტირების ხარჯების გაზრდის გამო, ხელი შეუწყო რუსეთის ნავთობის ფასების უმნიშვნელო ვარდნას თვის მეორე ნახევარში,” – დასძინა სააგენტომ.
დაწესებული სანქციების შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოსთვის ბალტიისპირეთიდან ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე რუსული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების ღირებულება 35%-ზე მეტით გაიზარდა და 10 დოლარს გადააჭარბა თითო ბარელზე. ამავდროულად, რუსეთის თვიური შემოსავალი ნავთობის საზღვარგარეთ გაყიდვიდან, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ, უმაღლეს დონეზე რჩება, წერს სააგენტო.