რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტმა ეჭვი შეიტანა, ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზში, 2025 წელს, მშპ-ს 1%-იან ზრდაზთან დაკავშირებით. – ამის შესახებ ეკონომიკის საერთაშორისო მიმომხილველი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს “კომერსანტი” უცვლელად გთავაზობთ:
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტმა ეჭვი შეიტანა, ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზში, 2025 წელს, მშპ-ს 1%-იან ზრდაზთან დაკავშირებით.
მათი შეფასებით, წარმოების შენელება, მოხმარების შემცირება და ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი სექტორების წვლილის შემცირება, რუსეთის ეკონომიკაში შესაძლო სტაგნაციაზე მიუთითებს.ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტი, ეკონომიკურ ზრდას 0.7%-ის ფარგლებში მოელის.
თავად „Росстат“-ის მონაცემებით, სეზონურად კორექტირებული კვარტალური მშპ-ს ზრდა პირველ კვარტალში მინუს 0.7% იყო, მეორეში – პლუს 0.3% და მესამეში პლუს 0.1%.
წლიური მაჩვენებლით, „Росстат“-ის ცნობით, მესამე კვარტალში ზრდამ 0.6% შეადგინა.
ფინანსური და საბიუჯეტო პირობები, აძლიერებს ზრდის მიმდინარე მოვლენების ინერციულ ბუნებას – აღნიშნავენ ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტში.
ინსტიტუტის ექსპერტები აცხადებენ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და თავშეკავებულ ფისკალურ პოლიტიკაზე გადასვლის კომბინაცია, ეკონომიკის ზრდის შიდა წყაროებს ასუსტებს.
დეფიციტის გაზრდის გარეშე, შემდგომი ფისკალური სტიმულირების შესაძლებლობები შეზღუდულია ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირებით, რუბლის გამყარებითა და იმპორტის შენელებით გამოწვეული ბიუჯეტის შემოსავლების გაუარესებით.
2025 წლის მეორე და მესამე კვარტალებში, ძირითად კაპიტალში ინვესტიციები კვარტალურად მკვეთრად შემცირდა, კომპანიების მოგება დაეცა, დაკრედიტების პირობები გაუარესდა და ვალის ტვირთი გაიზარდა,” – წერს სურამელაშვილი სოციალურ ქსელში.




