რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასულ ღამეს ყირიმის თავზე საჰაერო თავდაცვამ ATACMS-ის ტიპის ათი ტაქტიკური რაკეტა ჩამოაგდო.
ამასთან, ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, რომ რუსმა სამხედროებმა სევასტოპოლზე უკრაინის სარაკეტო იერიში მოიგერიეს, ასევე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს შავი ზღვის აკვატორიის თავზე და ბელბეკის აეროდრომის რაიონში.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განადგურებულია რაკეტები, ავიაბომბები და უპილოტო საფრენი აპარატები ბელგოროდის, კურსკის და ბრიანსკის ოლქებში.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის ინფორმაციით, როსტოვის ოლქში ორი დრონით განხორციელებულ თავდასხმის შედეგად ნავთობის ბაზაზე ორი აფეთქება მოხდა.