რუსეთის მტკიცებით, სმოლენსკის ოლქში სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სმოლენსკის ოლქში სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას უწყებაზე დაყრდნობით რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინის შეტევა მოსკოვის დროით ღამის 1:30 საათზე განხორციელდა.
რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია, რომ ს ფედერაციის ტერიტორიაზე “ს რეჟიმის მორიგი ტერორისტული თავდასხმის” მცდელობა აღკვეთეს. მათი განცხადებით, სამი უპილოტო საფრენი აპარატი სმოლენსკის ოლქის ტერიტორიაზე მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა.
ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, სმოლენსკის ოლქზე დრონებით იერიშის მიტანის მცდელობა ს წინა დღითაც ჰქონდა. რუსული მხარის ბრალდებებზე უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია.