რუსეთის მტკიცებით, სარატოვის ოლქში უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინული დრონი გაანადგურა. უწყება ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსის მახლობლად არის სამხედრო აეროდრომი, საიდანაც თვითმფრინავები რეგულარულად დაფრინავენ ზე საჰაერო იერიშის მისატანად.
5 დეკემბერს ენგელსისა და დიაგილევოს საჰაერო ბაზებს, ს თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საბჭოთა წარმოების რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინა დაესხა თავს. ამასთან, როგორც რუსული მხარე ირწმუნებოდა, ეს თვითმფრინავები უკრაინის მიერ იყო მოდიფიცირებული ასაფეთქებელი ნივთიერებების გადასატანად. ამ იერიშების შედეგად მინიმუმ ორი რუსული ბომბდამშენის დაზიანდა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინულმა დრონებმა რუსეთის საჰაერო სივრცეში ასე ღრმად შეღწევა შეძლეს, არის ის, რომ მოსკოვმა თავისი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში განათავსა.