როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის მტკიცებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ მოროზოვსკის რაიონში დრონების მასირებული საჰაერო თავდასხმები მოიგერია.
გოლუბევი ირწმუნება, რომ ჩამოგდებულია 40-ზე მეტი სამიზნე. მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროსადგურის ქვესადგური, რამაც ელექტრომომარაგების შეწყვეტა გამოიწვია.
ადგილობრივებმა ათეულობით აფეთქების ხმა გაიგეს. მათ მიერ გადაღებული ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ქალაქი მოროზოვსკიდან 3 კილომეტრში მდებარეობს რუსეთის სამხედრო აეროდრომი, სადაც განთავსებულია სტრატეგიული ავიაცია, რომელსაც უკრაინაზე იერიშები მიაქვს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 5 აპრილის ღამეს როსტოვის ოლქში 44, სარატოვის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში თითო-თითო, კრასნოდარის ოლქში კი 6 დრონი ჩამოაგდეს.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა შედეგი მოჰყვა მოროზოვსკზე მიტანილ იერიშს.
აქამდე, დრონების სამიზნე გახდა კურსკის ოლქიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ იერიში 4 აპრილის მოსკოვის დროით 21:30-ისა და 22:00-ის შუალედში ჩამოაგდეს 10 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ცნობების მიხედვით, დაზიანდა ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელოვნებაში განვითარების საოლქო ცენტრი და რამდენიმე სახლი.