როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, 30 იანვარის გამთენიისას მოიგერიეს მოწინააღმდეგის 21 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ 11-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა თავდასხმა სცადა ანექსირებულ ყირიმზე. ამას გარდა, 5 დრონი თავს დაესხა ბელგოროდის, 3 – ბრიანსკის, 1 – კალუგის და ერთიც ტულის ოლქს.
ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა, ალექსანდ რაზვოჟაევმა დაწერა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა დრონო ბელბეკის აკვატორიის მიმდებარედ ჩამოაგდეს. როგორც ირწმუნება, სევასტოპოლის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.
კალუგის ოლქში ჩამოგდებული დრონის ნარჩენები დაეცა ტექნიკური დანიშნულების არასაცხოვრებელ შენობას, როგორც ეს რეგიონის გუბერნატორმა, ვლადისლავ შაპშამ დაწერა. მისი თქმით, გაჩნდა ხანძარი, მაგრამ არავინ დაშავებულა.
პარალელურად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 30 იანვრის გამთენიისას რუსეთმა 35 დრონის გამოყენებით იერიში მიიტანა უკრაინაზე. ჩამოაგდეს 15 დრონი.
ტულის ოლქის რეგიონული უსაფრთხოების სამინისტროში განაცხადეს, რომ დრონის თავდასხმის შედეგად არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა და არც არავინ დაშავებულა.
კომენტარს არ აკეთებენ ბელგოროდის ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებაში.