რუსეთის მტკიცებით, ბრიანსკისა და ორლოვის ოლქებში დრონების იერიში მოიგერიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბრიანსკისა და ორლოვის ოლქებში უკრაინული დრონების თავდასხმები მოიგერიეს.
ს თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ ბრიანსკის ოლქში 4, ხოლო ორლოვის ოლქში 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გამოყენებით.
დამატებითი დეტალების რუსეთის სამხედრო უწყებას არ დაუზუსტებია. აქამდე ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა დაწერა, რომ ჩამოაგდეს ორი დრონი. როგორც ის ირწმუნებოდა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა.