რუსეთის მტკიცებით, ბელგოროდის სოფელი კოზინკო დივერსანტებისგან სრულად გაწმინდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბელგოროდის ოლქის სოფელი კოზინკო დივერსანტებისგან სრულად გაწმინდეს.
“ბელგოროდის მიმართულებით რუსულმა ქვედანაყოფებმა სრულიად გაწმინდეს უკრაინელი ბოევიკების ნარჩენებისგან კოზინკის დასახლებული პუნქტი და აგრძელებენ ღონისძიებებს, რათა არ დაუშვან უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსანტული-სადაზვერვო ჯგუფების სასაზღვრო ტერიტორიაზე შეღწევა.” – ნათქვამია განცხადებაში.
ს თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მოკლულია 650-მდე დივერსანტი. ბოლო დღეებში ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა, რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, ასობით მებრძოლი მოკლეს, თუმცა მათ დამამტკიცებელი საბუთები არცერთხელ გამოუქვეყნებიათ.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც სოფელ კოზინკოში განლაგებული იყვნენ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული ჯგუფები: რუსული მოხალისეთა კორპუსი, ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და ს ბატალიონი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას მოხალისეობრივი ქვედანაყოფები ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან. აქამდე, რამდენიმე წუთით ადრე მათ მორიგი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ბელგოროდის ოლქის გუბერნატორს, ვიაჩესლავ გლადკოვს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, დაეწყო მოსახლეობის ევაკუაცია.
12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ, რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.
შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.
პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობის დროსაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.
მიმდინარე თავდასხმების ფონზე ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე “სანიტარული ზონის” შექმნის შესაძლებლობაზე საუბარი განაახლა.