რუსეთის მსხვილი სამრეწველო ქალაქებიდან აფეთქებების შესახებ იუწყებიან

დღეს, 11 დეკემბერს გამთენიისას აფეთქებები იყო ს როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში. პირველი ცნობები სოციალური ქსელების ადგილობრივმა მომხმარებლებმა გაავრცელეს.
დილის შვიდის ნახევრისთვის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ იური სლუსარის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ტაგანროგზე იყო სარაკეტო შეტევა, რომლის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
სლუსარის თანახმად დაზიანებულია საწარმო. კონკრეტულად რომელი, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს არ უთქვამს.
აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე ტაგანროგი როსტოვის ოლქის სამრეწველო ცენტრია, სადაც განთავსებულია საავტომობილო, მეტალურგიული, ავიამშენებელი და ელექტროთერმული მოწყობილობების მწარმოებელი ქარხნები.
შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ბრიანსკშიც.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა „სამრეწველო ობიექტზე“. საწარმოს არც ბოგომაზი აკონკრეტებს.
ქალაქ ბრიანსკში განთავსებულია 30-ზე მეტი საწარმო, მათ შორის საავტომობილო, ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
გუბერნატორის მტკიცებით, ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ოლქში გაანადგურეს, საერთო ჯამში, 10 უკრაინული დრონი. ბოგომაზის თანახმად, არავინ დაშავებულა. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია.
ს რუსეთის რეგიონებზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვთ გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა