რუსეთის მოქალაქე ბელიკოვს 2-კვირიანი პატიმრობა და დეპორტაცია შეუფარდეს – ის 2 წელი ვერ შემოვა საქართველოში

რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ბელიკოვი, რომელმაც 2016 წლიდან გამოქცეულია რუსეთის ფედერაციიდან, თბილისში პროევროპულ საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით სამართალდამრღვევად ცნეს.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა;
მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ბელიკოვს ქვეყნიდან გააძევებენ და 2 წლით საქართველოში შემოსვლას აუკრძალავენ.
ბელიკოვი რუსეთის მოქალაქეა, – მას რუსეთში დეპორტაცია ემუქრება.
როგორც ადვოკატმა განუმარტა ჟურნალისტებს, სასამართლოს გადაწყვეტილების, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მხოლოდ 14 დღე აქვს, რათა რომელიმე ქვეყანას სთხოვოს თავშესაფარი, წარუმატებლობის შემთხვევაში კი მას რუსეთის ფედერაციაში დეპორატაცია ელის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები მას რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
ბელიკოვი წლებია, საქართველოში ცხოვრობს. ის ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და მიმდინარე ომს.
ადმინისტრაციული დარღვევების გამო უცხოელების ქვეყნიდან გაძევება 2025 წლიდან გაამარტივა მიღებულმა ცვლილებებმა.
უცხოელებს, – და ქართველებსაც, რომლებსაც მოქალაქეობა არ აქვთ, – საქართველოდან იოლად აძევებენ, ქვეყანაში შემოსვლას კი წლობით უკრძალავენ.
საკანონმდებლო ცვლილებების ძირითად მიზნად შს სამინისტრომ დაასახელა “არალეგალურ მიგრაციულ ნაკადებთან და მასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევასთან ბრძოლას”
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – დებატებისადმი მზაობა დაანონსდა და რა წინაპირობა ვნახეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან გარდა იმისა, რომ სასამართლოს დარბაზებში გაგრძელდა უგვანობა? – განცხადება იყო თვალთმაქცური ოპტიკის შექმნა, როგორც შინ, ასევე, გარეთ

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი – საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან თავი შეიკავოს