ამერიკული IT კომპანია Veeam Software-ის დამფუძნებლებმა ანდრეი ბარონოვმა და რატმირ ტიმაშევმა უარი თქვეს რუსეთის მოქალაქეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
ორივე ბიზნესმენი 2017 წლიდან 2021 წლამდე “რუსეთის 200 უმდიდრესი ბიზნესმენის” სიაში მოხვდა. გამოცემის ცნობით, მათ კვლავ აქვთ კვიპროსის მოქალაქეობა, თავად ბიზნესმენები კი რუსეთში დიდი ხანია არ ცხოვრობენ: ბარონოვი შვეიცარიაში ცხოვრობს, ტიმაშევი კი აშშ-ში.
ბარონოვმა მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ თავდაპირველად 2023 წლის აპრილში LinkedIn-ზე დაწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ “ღრმად შეშფოთებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრით”.
“მე არ მინდა ვიყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის ლიდერები არიან ადამიანები, რომლებიც იტაცებენ ბავშვებს, აუპატიურებენ და ძარცვავენ მშვიდობიანი მოქალაქეებს და თითქმის ყოველდღიურად განურჩევლად ისვრიან ათასობით რაკეტას, რომლებიც კლავენ უდანაშაულო ადამიანებს”. – თქვა ბარონოვმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Forbes-ის სიიდან კიდევ შვიდმა ბიზნესმენმა თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე.