რუსეთის მოქალაქეებმა წელს საქართველოში 5,780 ბინა შეიძინეს

რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 5,784 ბინა შეიძინეს – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ დეპუტატ თინათინ ბოკუჩავასთვის გაცემული პასუხიდან ირკვევა.
იუსტიციის სამინისტროს თანახმად, წელს იანვარ-ნოემბრის განმავლობაში ს მოქალაქეებმა უფრო მეტი ქონება შეიძინეს, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში, რადგანაც გასულ წელს რუსებმა 5,424 ბინა იყიდეს საქართველოში.
მომატებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საქართველოში მიწის ნაკვეთების ყიდვის სტატისტიკაც. თუკი მთელი 2022 წლის განმავლობაში მათ 1,625 ნაკვეთი შეიძინეს, წელს ეს 1,872 ნაკვეთი იყო.