რუსეთის მოქალაქეების წილი ბინების გაყიდვებში 7%-დან 2%-მდე შემცირდა – Galt&Taggart

Galt&Taggart-ის მონაცემებით, ს მოქალაქეების წილი ბინების მთლიან გაყიდვებში 7%-დან 2%- მდე შემცირდა.
ამის შესახებ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა.
„2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის ტენდენცია შეიცვალა. რუსეთის მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში 7%-დან 2%-მდე შემცირდა, ხოლო ს მოქალაქეების წილი 4%-დან 12%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ შესყიდვების მზარდი წილი მიუთითებს ბაზარზე გაზრდილ დივერსიფიკაციაზე“, – წერია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
საინვესტიციო ბანკის ანგარიშის თანახმად, შერჩეული დეველოპერების პროექტებში 2024 წლის ნოემბერში გაყიდული ბინების რაოდენობა თვიურად 12.3%-ით გაიზარდა თბილისში, ხოლო წლიურად უცვლელი დარჩა.
„ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები იყო: 1. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დაგროვილი მოთხოვნა. 2. ახალი მსხვილი დეველოპერული პროექტების დაწყება. კერძოდ, 2024 წლის ივნისის შემდეგ ხუთზე მეტი ფართომსაშტაბიანი პროექტის გაყიდვები დაიწყო“, – წერია მიმოხილვაში.
Galt&Taggart-ის თანახმადვე, იმ პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 71%-ია უკვე გაყიდული. „მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით განხორციელდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2024 წლის ნოემბრის მიმოხილვას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.