რუსეთის მოსამართლეთა საბჭოს ხელმძღვანელი ბორდელებისა და საუნების ქსელის მფლობელი აღმოჩნდა

ს მოსამართლეთა საბჭოს ხელმძღვანელი ბორდელებისა და საუნების ქსელის მფლობელი აღმოჩნდა | Moscow Times-ის ინფორმაციით „მარტონის“ სასტუმროების ქსელი, რომელსაც, პროკურატურის ცნობით, სწორედ რუსეთის ფედერაციის მოსამართლეთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ვიქტორ მომოტოვი და მისი პარტნიორი ანდრეი მარჩენკო აკონტროლებდნენ, უკანონოდ სექსუალური მომსახურების გასაწევად გამოიყენებოდა, ხდებოდა ოთახებისა და საუნების საათობრივად გაქირავება პროსტიტუტებისთვის
გენერალურმა პროკურატურამ მომოტოვი არა მხოლოდ პროსტიტუციის დაცვაში, არამედ მოსამართლეთა საბჭოს თავმჯდომარეობის დროს თანამდებობისთვის შეუთავსებელ სამეწარმეო საქმიანობასა და 500 მილიონი რუბლის გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა. ყოფილ მოსამართლეს რუსეთის დატოვება შეეზღუდა. მომოტოვს ჯერ არ წაუყენებია სისხლის სამართლის ბრალდება, თუმცა მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში თანაბრალდებულები უკვე წინასწარი პატიმრობის ქვეშ იმყოფებიან. ვიქტორ მომოტოვმა თანამდებობა 26 სექტემბერს დატოვა

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩემი მეუღლე საავადმყოფოში წევს, ოპერაცია დაჭირდა და დიალიზზე არის უკვე ერთ კვირაა, დიალიზის დანიშვნა ნიშნავს, რომ ყოველდღე უნდა ატარო ქუთაისში – აი ეს მაქვს ოჯახში, და მე ჩემი პრობლემები მაქვს – სისხლძარღვების შევიწროება მაქვს ფეხებში და მოძრაობა მიჭირს”