რუსეთის მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში 102 „უკრაინულ დრონს” ებრძოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა კრასნოდარის მხარესა და ყირიმზე.
მოსკოვში დილით გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ს ნახევარკუნძულის თავზე „გაანადგურეს“ და „გზად დაიჭირეს“ 51 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო კრასნოდარის მხარეში – 44.
ს თავდაცვის სამინისტრო იყენებს ტრადიციულ ფორმულირებას, რომ „აღკვეთილია ს რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული აქტები განეხორციელებინა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“. არც ობიექტები და არც დრონებით მასირებული შეტევის შედეგები დაკონკრეტებული არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ყირიმის და კრასნოდარის გარდა, 6 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს ბელგოროდის ოლქში და 1 – კურსკის ოლქში. შესაბამისად, საერთო ჯამში, საუბარია 102 უპილოტო საფრენ აპარატზე.
ს დრონებით დღევანდელი მასირებული შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქების, ნოვოროსიისკის და ტუაფსეს პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებიან. დრონებით თავდასხმა დაადასტურა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. 17 მაისს, დრონებით მასირებული შეტევა იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლზეც, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული.
სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის და კრასნოდარის მხარის ხელისუფლების თანახმად, დრონებით შეტევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად 2 ადამიანის დაღუპვას იუწყება ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ