რუსეთის მიმართ ჩემზე ხისტი არავინ ყოფილა, რუსული მილსადენი Nord Stream 2 მე გავაჩერე – ტრამპი

“არ დაგავიწყდეთ, რომ მე ვარ ის, ვინც რუსული მილსადენი Nord Stream 2 გააჩერა, მე შევაჩერე. ბაიდენი დაბრუნდა და დაამტკიცა,” – თქვა -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
მისი მტკიცებით, ს მიმართ ტრამპზე ხისტი არავინ ყოფილა, არავინ და მათ ეს იციან.
“მე დავადე სანქციები რუსეთს, მე მივეცი ჯაველინები რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან ხისტი ვიყავი, მაგრამ პუტინის კარგად მესმოდა. […] ამას, პირველ რიგში, პუტინი იტყოდა – ტრამპზე ხისტი არავინ ყოფილა და ბაიდენი არ ყოფილა. ბაიდენმა არაფერი გააკეთა, ის სუსტი, პათეტიკური კაცი იყო.

[…] რუსეთის მიმართ ტრამპზე ხისტი არავინ ყოფილა, არავინ და მათ ეს იციან. უბრალოდ შეხედეთ, რაც ახლა ჩამოვთვალე. მილსადენი – მე გავაჩერე. ყველაზე დიდი საქმე, რაც მათ გააკეთეს, მილსადენი იყო: Nord Stream 2. არავინ იცოდა ამის შესახებ, სანამ მე არ მოვიდოდი – ბედნიერად აშენებდნენ, მიწოდებას აპირებდნენ გერმანიისთვის და ევროპაში ყველასთვის – და რა გავაკეთე? მე შევაჩერე. ყველაზე დიდი ეკონომიკური საქმიანობა, რაც ოდესმე ჰქონიათ, მე გავაჩერე. ბაიდენი დაბრუნდა, მეორე დღესვე დაამტკიცა,” – თქვა დონალდ ტრამპმა.