რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილ იერიშს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე მორიგი იერიში მიიტანა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი და დაჭრილია შვიდი ადამიანი.
❗️Харків. Кількість загиблих на місці ворожого удару зросла до 5. Роботи тривають. pic.twitter.com/mVMJbuW0k4— МВС України (@MVS_UA) March 20, 2024
ხარკოვის ოლქის პროკურატურის ხელმძღვანელის ცნობით, რუსეთმა თავდასხმისთვის Х-59-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა.
5 ადამიანის სიკვდილის პარალელურად რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში ირწმუნებიან, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დრონების საწარმოზე, სადაც იმყოფებოდნენ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სამხედროები, რომლებიც, მათივე მტკიცებით, ბელგოროდის ოლქზე თავდასხმებში მონაწილეობდნენ.
12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა ს თავისუფლებამ, რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ს ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.
შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.
პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობის დროსაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.
მიმდინარე თავდასხმების ფონზე ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე “სანიტარული ზონის” შექმნის შესაძლებლობაზე საუბარი განაახლა.