რუსეთის მიერ ქალაქ ოდესის ისტორიული ცენტრის დაბომბვის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა

რუსეთის მიერ ქალაქ ოდესის ისტორიული ცენტრის დაბომბვის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოლეგ კიპერის ცნობით, ს სარაკეტო დარტყმის შედეგად, „იუნესკოს“ მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანილი ქალაქ ოდესის ცენტრში, სასტუმრო „ბრისტოლი“, ასევე საცხოვრებელი სახლები და შენობები დაზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა თავდასხმა „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ რუსეთის თავდასხმას წინასწარგანზრახული უწოდა და აღნიშნა, რომ სარაკეტო დარტყმის ეპიცენტრში ნორვეგიელი დიპლომატები იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც