რუსეთის მიერ კიევზე 31 ივლისს მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28-ს მიაღწია. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ამასთან, დაშავებულთა რაოდენობა 150-ს აღემატება, მათ შორის 16 ბავშვია.
უკრაინული მედია წერს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. ქალაქის ხელისუფლებამ პარასკევს გლოვის დღე გამოაცხადა.
31 ივლისს რუსეთმა კიევის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რვა რაკეტა გაუშვა.
