რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ივან ფედოროვის ცნობით, 11 დეკემბრის დილის მდგომარეობით, დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ასევე, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, 5 ადამიანი იყოს.
ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს გუშინ საღამოს დაარტყეს, რის შედეგადაც კერძო კლინიკა და 20-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია