რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა | სამიზნე საავადმყოფო იყო

დონეცკის პროკურატურის ცნობით, გასულ საღამოს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქები დაბომბეს. რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 8 ადამიანი.
უწყების თქმით, ოკუპანტების სამიზნეს წარმოადგენდა ნოვოგროდოვსკის ტერიტორიაზე მდებარე საწარმო და ქალაქ სელიდოვეს საავადმყოფო. ორივე შენობა დაინგრა, დაზიანდა მანქანები.
“ადგილზე მყოფი პროკურორები იღებენ ყველა შესაძლო და შესაბამის ზომას ს ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დასადასტურებლად,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.