17 იანვარს, გამთენიისას, რუსეთი უკრაინას “შაჰიდის” ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინელებმა 19 მათგანის ჩამოგდება მოახერხეს.
გარდა ამისა, დაბომბვისას ოკუპანტებმა ორი S-300-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტაც გამოიყენებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა თავდასხმები განახორციელეს პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან. საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობდნენ ზაპოროჟიეს, მიკოლაევის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის რეგიონებში.