რუსეთის მიერ გაშვებული 12 “შაჰიდიდან” 10 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს მათ ს მიერ გაშვებული 12 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 10 ჩამოაგდეს.
“უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაგვესხნენ რამდენიმე ტალღად და მიკოლაევის ოლქში ოკუპირებული ხერსონის გავლით შევიდნენ. მიკოლაევში, სამხრეთ საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში, “შაჰიდების” უმეტესობა საჰაეო თავდაცვამ ჩამოაგდო, დანარჩენი დრონები კი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიემართებოდნენ და ხმელნიცკის ოლქში ჩამოვაგდეთ,” – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპანტები მათ დრონებით პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან უტევდნენ, რაკეტით კი ბელგოროდიდან. მათი თქმით, Kh-59 ტიპის რაკეტამ მიზანს ვერ მიაღწია.