რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შემცირების გამო გრაფიკი წესდება

რუსეთიდან ელექტროენერგიის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით, აფხაზეთში დღეიდან შეზღუდვები ამოქმედდა, წერს apsadgil.info.
აფხაზური გამოცემის თანახმად, ს ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, დაწესდა შეზღუდვები გრაფიკთან დაკავშირებით მთელი ს მასშტაბით – გრაფიკის განრიგი კი რუსეთიდან ყოველდღიური მიწოდების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.
აფხაზეთში, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ენეგურჰესზე წყლის დონე კრიტიკულად მცირდება, ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკთან დაკავშირებული შეზღუდვები წესდება. აფხაზური მხარის თანახმად, დანაკლისის შევსება რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტით ხდება, რაშიც აფხაზური მხარე ფულს იხდის. ოფიციალური ცნობითვე, აფხაზეთს ელექტროენერიგიისთვის რუსეთის წინაშე საკმაოდ სოლიდური ფინანსური დავალიანება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ