რუსეთის მთავრობა ქვეყანაში WhatsApp-ის დაბლოკვას ცდილობს

ამერიკული სოციალური მედიის, WhatsApp-ის ანგარიშმა 11 თებერვალს X-ზე დაწერა, რომ რუსეთმა ქვეყანაში WhatsApp-ის დაბლოკვა სცადა იმ ფონზე, როცა კრემლი უცხოურ ტექნოლოგიურ კომპანიებზე კონტროლს ამკაცრებს და საკუთარი „ეროვნული მესენჯერის“ პოპულარიზაციას ცდილობს.
WhatsApp-ის წარმომადგენლის თქმით, ამ ნაბიჯის მიზანია, რომ მომხმარებლებმა „სახელმწიფო მფლობელობაში არსებული სათვალთვალო აპლიკაციის“ გამოყენება დაიწყონ.
„ჩვენ განვაგრძობთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა მომხმარებლებმა კავშირი შეინარჩუნონ“, – განაცხადა WhatsApp-მა.
კომპანიის ცნობით, რუსეთში WhatsApp-ს 100 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)