ს მთავრობამ წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენციიდან გასვლა გადაწყვიტა

რუსეთის მთავრობამ წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენციიდან გასვლა გადაწყვიტა.
ს პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც დამტკიცდა რუსეთის ფედერაციის გასვლა წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციიდან.
მიხაილ მიშუსტინის ხელმოწერის შემდეგ, სამთავრობო დადგენილება კონვენციიდან გასვლის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წარედგინება.
წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციია 1987 წელს მიიღეს. რუსეთის ფედერაციამ წამების საწინააღმდეგო ევროპულ კონვენციას 1996 წელს მოაწერა ხელი და 1998 წელს რატიფიცირება მოახდინა.