რუსეთის მესაზღვრეები დატოვებენ სომხეთის რამდენიმე რეგიონს

რუს სამხედროებს და მესაზღვრეებს გაიყვანენ სომხეთის რამდენიმე რეგიონიდან – ეს შეთანხმება მიღწეულ იქნა 8 მაისს, მოსკოვში, ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ს შეხვედრაზე. ამის შესახებ სომხეთის ოფიციალური პირების განცხადებები დაადასტურა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
პესკოვის თქმით, “სომხეთის მხარის თხოვნით” რუსეთის მესაზღვრეები დარჩებიან სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-ირანის საზღვრებზე. საბჭოთა და შემდეგ რუს მესაზღვრეებს ეს არეალები არ დაუტოვებიათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
2020 წელს, მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის ძალების შეტევის დაწყების მერე რუსეთის მესაზღვრეები და სამხედროები სომხეთის მხარის თხოვნით განათავსეს სამხრეთ და აღმოსავლეთ სომხეთის რამდენიმე რეგიონში, კერძოდ ტავუშის, სიუნიქის, ვაიოცძორის, გეღარქუნიქის, არარატის პროვინციებში. ახლა, ასევე ს თხოვნის საფუძველზე, ამ ძალებს პროვინციებიდან გაიყვანენ.
პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობაში დაძაბულობის მატების პირობებში. ფაშინიანმა უწინ რამდენჯერმე თქვა, რომ, მაგალითად, ერევანს არ შეუძლია დაეყრდნოს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) – აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის რეგიონზე კონტროლის აღდგენის და ბაქოსა და ერევანს შორის მიმდინარე რთული მოლაპარაკებების ფონზე. 8 მაისს სომხეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ წყვეტს ფინანსური წვლილის შეტანას ОДКБ-ში, მანამდე მან ფაქტობრივად შეაჩერა თავისი წევრობა ამ ორგანიზაციაში.
მოსკოვი, თავის მხრივ, სომხეთს პროდასავლური ორიენტაციის ქონაში ადანაშაულებს.
თუმცა, ფაშინიანთან შეხვედრაზე პუტინმა დადებითად შეაფასა ორმხრივი ურთიერთობა და ეკონომიკური კავშირები რუსეთსა და სომხეთს შორის. პესკოვის თქმით, “მოსკოვი მთლიანობაში დადებითად უყურებს ერევანთან სამომავლო კავშირების პერსპექტივას”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ