რუსეთის მედია: ბელგოროდთან სამხედრო პირმა თანამებრძოლებს ცეცხლი გაუხსნა

ბელგოროდის ოლქში 12 ივლისს, ღამით, რუსმა სამხედრომ თანამებრძოლებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ გაუჩინარდა.
ამის შესახებ იტყობინება რამდენიმე ტელეგრამ-არხი, მათ შორის Baza, SHOT და “პეპელი”, ასევე RT.
ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული. სავარაუდოდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები.
“მედიაზონის” მტკიცებით, სროლა იყო 54708-ე სამხედრო ნაწილში, გრაივორონსკის რაიონის სოფელ კოზინკაში, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს.
“პეპელი” და SHOT-ი სავარაუდო მსროლელის ვინაობას ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ ის ხელშეკრულებით მყოფი სამხედრო მოსამსახურეა ჩუვაშეთიდან.
Baza ამტკიცებს, რომ სროლის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ერთი – დაჭრილია. გრაივორონსკის რაიონის უფროსმა, გენადი ბონდარევმა, RT-ს განუცხადა, რომ სამოქალაქო პირთა შორის დაშავებულები არ არიან, რითაც, ფაქტიურად, დაადასტურა სროლის ფაქტი.
ბელგოროდის ოლქში გამოცხადებულია “შეპყრობის” გეგმა.
ამტკიცებენ, სამხედრო პირი გაიქცა იარაღით, თუმცა, Baza-ს მონაცემებით, იარაღი შემთხვევის ადგილთან ახლოს იპოვეს, თავად მსროლელის ძებნა კი გრძელდება.
მედიასა და ტელეგრამ-არხებს, რომლებიც სროლის შესახებ იტყობინებიან, მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსიები აქვთ. RT საყოფაცხოვრებო კონფლიქტის შესახებ წერს. “პეპელის” მონაცემებით, მიზეზი სხვაა – სამხედროს სამსახურის დატოვება სურდა.
SHOT-ი მიუთითებს, რომ ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე გაქცეულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას