ჟირინოვსკის რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ლეონიდ სლუცკი ქართული ოცნების მიერ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
“ქართველებმა არ დაუშვეს, რომ უკრაინის შეცდომები გაემეორებინათ და საკუთარი ქვეყანა დასავლეთის მარიონეტად ექციათ. ღირსეული და პატივსაცემი პასუხია. ეს არის პასუხი ყველასთვის, ვინც ერთპოლარული სამყაროს წესებით, დიპლომატიის ნაცვლად, იყენებს მუქარას, ძალას, ორმაგ სტანდარტებს და სანქციებს. და აქ არ არის საჭირო კვლავ “მოსკოვის ხელი” ეძებოთ, როგორც მცირე ხნის წინანდელ საპარლამენტო არჩევნებში. რუსეთი არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. როგორც ვლადიმირ პუტინმა თქვა, “უბრალოდ არ ვეხებით”.
თუმცა, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრაგმატულ და სამართლიან გადაჭრის გზას ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის, ყველაზე მწავე საკითხებს. როგორც ჩანს, დღეს თბილისსაც ასეთი პოზიცია აქვს (თუ არ გავითვალისწინებთ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ სამოქალაქო ომსა და უცხოურ ინტერვენციას მოუწოდებს). სწორედ ამიტომ ასეთი აღმაშფოთებელია – და არა მხოლოდ ქართველებისთვის – ევროპარლამენტის არსობრივად დამამცირებელი და მატყუარა რეზოლუცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის მიერ საკუთარი არჩევნისა და ქვეყნის განვითარების გზის უფლებას.” – წერს სლუცკი ტელეგრამზე.