რუსეთის კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა

რუსეთის კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში, რომლებიც ს ესაზღვრება, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადეს. ამის შესახებ ს ანტიტერორისტული კომიტეტი იტყობინება.
გადაწყვეტილება მიღებულია პასუხად ს მხრიდან „რუსეთის რამდენიმე რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაზე“ და „ტერაქტების საფრთხის აღსაკვეთად“.
კანონის თანახმად, კონტრტერორისტული ოპერაცია ხელისუფლებას უფლებას აძლევს, შეამოწმოს მოქალაქეები, მოისმინოს მათი სატელეფონო საუბრები, გაუთიშოს ინტერნეტი და მობილური კავშირი, სახლებიდან გაასახლოს მცხოვრებლები, შევიდეს მათ სახლებში და დაშალოს ავტომობილები.
კურსკის ოლქში 6 აგვისტოდან გრძელდება საბრძოლო მოქმედებები მას შემდეგ, რაც იქ უკრაინის არმია შევიდა. რეგიონში ფედერალური მასშტაბის საგანგებო ვითარება გამოცხადდა. უკრაინის სამხედროები აცხადებენ, რომ კონტროლი დააწესეს ქალაქ სუჯაზე. სუჯის მერი ამას უარყოფს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ აკონტროლებს ვითარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ