რუსეთის კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა

რუსეთის კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადეს. ამის შესახებ რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი იტყობინება.
გადაწყვეტილება მიღებულია პასუხად კიევის მხრიდან „რუსეთის რამდენიმე რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაზე“ და „ტერაქტების საფრთხის აღსაკვეთად“.
კანონის თანახმად, კონტრტერორისტული ოპერაცია ხელისუფლებას უფლებას აძლევს, შეამოწმოს მოქალაქეები, მოისმინოს მათი სატელეფონო საუბრები, გაუთიშოს ინტერნეტი და მობილური კავშირი, სახლებიდან გაასახლოს მცხოვრებლები, შევიდეს მათ სახლებში და დაშალოს ავტომობილები.
კურსკის ოლქში 6 აგვისტოდან გრძელდება საბრძოლო მოქმედებები მას შემდეგ, რაც იქ უკრაინის არმია შევიდა. რეგიონში ფედერალური მასშტაბის საგანგებო ვითარება გამოცხადდა. უკრაინის სამხედროები აცხადებენ, რომ კონტროლი დააწესეს ქალაქ სუჯაზე. სუჯის მერი ამას უარყოფს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ აკონტროლებს ვითარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი