რუსეთის კრასნოდარის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მაზუთით დაბინძურების გამო

რუსეთის კრასნოდარის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რეგიონის მესვეურები გამოდიან გაფრთხილებით, რომ მაზუთი კვლავ იღვრება სანაპიროზე – 15 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ათასობით ტონა დაბალი ხარიხსის საწვავით დატვირთული ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“ და „ვოლგონეფტ 239“ ჩაიძირა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ს სანაპიროსთან. ტანკერების ჩაძირვის ძირითად ვერსიებს შორის განიხილება ეკიპაჟის შეცდომა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.
“პირველ ეტაპზე, მეცნიერების და სპეციალისტების გამოთვლებით, საწვავის დიდი ნაწილი შავი ზღვის ფსკერზე უნდა დარჩენილიყო, რაც შესაძლებელს გახდიდა წყალზე მის შეგროვებას. მაგრამ ამინდი საკუთარ პირობებს გვკარნახობს – ჰაერი თბება და ნავთობის პროდუქტები ზემოთ ადის. ამის შემდეგად, ისინი ჩვენს სანაპიროებზე ამოდის” – თქვა რეგიონის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა 25 დეკემბერს.
ს სამხრეთის რეგიონში შავი ზღვის სანაპიროს ათობით კილომეტრი დაფარულია მაზუთით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!