რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირმა მხარი დაუჭირა დასავლური ფილმების კვოტირებას

რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირმა მხარი დაუჭირა უცხოური ფილმების კვოტირების იდეას, რომელიც ს ხელისუფლების მხარდამჭერმა რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა გამოთქვა.
ამ ცნობას ავრცელებს საქალაქო ამბების სააგენტო “მოსკვა”, რუსეთის ფედერაციის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეზე, ალექსეი ალეშკოვსკიზე დაყრდნობით.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი გაგზავნილ წერილში მიხალკოვი გამოვიდა წინადადებით, უცხოური კინოფილმის რუსეთის გაქირავებაში მისაღებად განხილვის წარმოებისთვის შემოღებულ იქნეს “პირველადი შენატანი”, 5 მილიონი რუბლის (დაახლოებით 63 500 დოლარი) ოდენობით. გარდა ამისა, მიხალკოვის წინადადებით, დასავლური ფილმების ჩვენებებიდან მიღებული მოგების 10 პროცენტი უნდა დაიხარჯოს ეროვნული კინოს წარმოებაზე. მიხალკოვი ამბობს, რომ ამჟამად მის იდეებს განიხილავენ შესაბამისი უწყებები, ხოლო პუტინი ინიციატივას მხარს უჭერს.
მსხვილმა უცხოურმა კინოკომპანიებმა უარი განაცხადეს თავიანთი ახალი ფილმების რუსეთში ჩვენებაზე 2022 წლიდან – მას მერე, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო. 2022 წლამდე რუსეთის კინობაზარი სიდიდით მეექვსე იყო მსოფლიოს მასშტაბით.
-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 3 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში პუტინი გამოვიდა წინადადებით, რუსეთმა და აშშ-მა გაცვალონ ფილმები, რომლებშიც “წინწამოწეულია ორივე ქვეყნის ტრადიციული ღირებულებები”. როგორც კრემლი აცხადებს, ტრამპს “ეს იდეა მოეწონა”. თავად ტრამპს და მისი ადმინისტრაციის წევრებს ფილმების გაცვლის თაობაზე არაფერი უთქვამთ.