რუსეთის ინფორმაციით, ზაპოროჟიეში სოფელი დაიკავეს, უკრაინული მხარე ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ სიტუაცია დინამიურია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი ლევადნე დაიკავეს.
ს თავდაცვის უწყების მიერ ამ განცხადების გაკეთებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს მონაკვეთზე თავდასხმები განაახლეს.
სამხრეთ თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ვლადისლავ ვოლოშინმა, Kyiv Independent-ისთვის მიცემულ კომენტარში უარყო, რომ რუსეთმა აღნიშნულ სექტორში სერიოზული შეტევა დაიწყო და განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ ადგილობრივ სახმელეთო თავდასხმებს ახორციელებს.
რუსეთის მიერ ლევადნის სავარაუდო დაკავების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, ვოლოშინმა განაცხადა, რომ სიტუაცია „საკმაოდ დინამიურად ვითარდება“ და რომ თითოეულ მხარეს შეუძლია ინიციატივა დაიბრუნოს.
ლევადნე სოფელ ველიკა ნოვოსილკას დასავლეთით, ქალაქ ზაპორიჟჟიადან 170 კილომეტრში მდებარეობს.