რუსეთის თქმით, ღამით ჩამოგდებულია 59 უკრაინული დრონი, უმეტესობა – როსტოვის ოლქში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შაბათიდან კვირას ღამით 59 უკრაინული დრონი გაანადგურა ს ექვსი რეგიონის თავზე, ასევე ანექსირებულ ყირიმში. მათი უმეტესობა, როგორც იტყობინებიან, როსტოვის ოლქში ჩამოაგდეს.
იქ, ცნობის თანახმად, ღამით განადგურდა და დაჭერილ იქნა 29 უპილოტო საფრენი აპარატი, ასტრახანის ოლქში განეიტრალდა 20 დრონი. უწყება ასევე იტყობინება დრონების განადგურების შესახებ ვოლგოგრადის, ვორონეჟის, კურსკის, სარატოვის ოლქებში და ანექსირებული ს თავზე.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის განცხადებით, მოროზოვსკი-ციმლიანსკის გზატკეცილზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
ასტრახანის ოლქის გუბერნატორმა იგორ ბაბუშკინმა განაცხადა, რომ დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ საცხოვრებელი კორპუსი და მანქანა დააზიანა. მისი თქმით, თავდასხმა განხორციელდა რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილზე. ახტუბინსკის რაიონის ადმინისტრაციამ ტელეგრამის არხზე გაავრცელა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ დრონების განადგურების შესახებ.
„როსავიაცია“ იტყობინება ვოლგოგრადისა და სარატოვის აეროპორტებში რეისების მიღებისა და გაშვების დროებით შეჩერების შესახებ.
სააგენტო „ინტერფაქსი“ კვირას იტყობინება კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, რომ კავკაზსკის რაიონის სტანიცა კავკაზსკოეში ცეცხლმოდებული ავზიდან ნავთობპროდუქტების გაჟონვა მოხდა. მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოთხშაბათს ამ ობიექტზე უკრაინული დრონების თავდასხმის შესახებ განაცხადა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დღეს საქართველოში რეპრესიებია – სამწუხაროდ, 1937 ძალიან ახლოს ჟღერს – მთავრობა, რომელიც რუსეთის ტაქტიკას ასახავს, სასამართლო სისტემას და პოლიციას მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღად იყენებს