რუსეთის თქმით, მის ხელში მყოფ ლისიჩანსკზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28-ს მიაღწია, მათ შორიასაა ერთი ბავშვი

სიტუაციების სამინისტრო იტყობინება. ს თქმით, საცხობის შენობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 3 თებერვალს განხორციელებული დარტყმის შედეგად დაინგრა.
იერიშს ემსხვერპლა 28 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორისაა ერთი ბავშვი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
რუსული მხარის თანახმად, ლისიჩანსკზე უკრაინის ჯარებმა -ის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ით განახორციელეს დარტყმა. უკრაინის ხელისუფლება ლისიჩანსკზე იერიშის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
როგორც BBC იტყობინება, სამაშველო ოპერაცია მთელ ღამეს მიმდინარეობდა. 4 თებერვალი „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ დაღუპულთა გამო გლოვის დღედაა გამოცხადებული.
ლისიჩანსკი ფრონტის ხაზის მახლობლად მდებარეობს. ში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ქალაქში 111 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. რუსეთის ჯარებმა 2022 წლის ზაფხულში დაამყარა მასზე კონტროლი.

ასევე დაგაინტერესებთ