რუსეთმა 23 მაისს განაცხადა, რომ მთავარი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც რუსეთის ჯარების კონტროლქვეშ მყოფ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამარაგებს ელექტროენერგიით, მწყობრიდან გამოვიდა. მაგრამ უსაფრთხოებას მუქარა არ შეჰქმნია, ატომური ელექტროსადგური სათადარიგო ხაზის მეშვეობით მარაგდება.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რომელიც ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს, ექვსივე რეაქტორი გამორთულია, მაგრამ სადგური გარე ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული ბირთვული მასალის გასაგრილებლად.
სადგურის რუსულმა ხელმძღვანელობამ ტელეგრამში დაწერა, რომ იძიებენ ელექტრომომარაგების შეწყვეტას, რომლის მიზეზი არ არის ცნობილი. მათი თქმით, რადიაციის დონე არ შეცვლილა.