ს თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის 13 ოლქში 221 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ 221 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 85, 42 და 28 – დრონი ბრიანსკის, სმოლენსკისა და ლენინგრადის ოლქებში ჩამოაგდეს.
ამასთან, დრონები ჩამოაგდეს კალუგას, ნოვგოროდის, ორიოლის, მოსკოვის, ბელგოროდის, როსტოვის, ტვერის, ფსკოვის, ტულას და კურსკის ოლქების თავზე.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ პრიმორსკის პორტში ერთ-ერთ გემზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. იქვე ცეცხლი სატუმბო სადგურსაც გაუჩნდა, თუმცა ხანძარიც სწრაფად ჩააქრეს. არცერთ შემთხვევაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დრონებით თავდასხმის გამო, პულკოვოს აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა და ფრენების განრიგი შეიცვალა.