რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე 107 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 107 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ყველაზე მეტი – 34 დრონი – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
ამასთან, 30 დრონი გაანადგურეს ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე, 18 – ლიპეცკის ოლქში, 7 – კალუგას ოლქის ტერიტორიაზე, 4 – როსტოვის ოლქში, 4 – აზოვის ზღვის თავზე, სამ-სამი უპილოტო საფრენი აპარატი ტამბოვის ოლქისა და მოსკოვის რეგიონის ტერიტორიებზე ჩამოაგდეს, ორი – ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე და თითო-თითო უპილოტო საფრენი აპარატი – ვორონეჟისა და ტულას ოლქებში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის – აქ სულელი არავინ არ არის, დავიჯეროთ, რომ საელჩო რადიკალური პარტიების წევრებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ – ეჭვი მაქვს, ეს აქციების არაპირდაპირი დაფინანსებაა

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მიზანია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის მზადყოფნაა – მზად ვართ ურთიერთობისთვის, რომელიც არ იქნება ცარიელი სიტყვები, როგორც ეს ბაიდენის დროს იყო