რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 15 ნოემბრის ღამეს რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებს 50-ზე მეტი უკრაინული დრონი დაესხა თავს, რომელთაგან 36 რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კრასნოდარის ტერიტორიის თავზე ჩამოაგდო.
შესაბამის ინფორმაციას უწყება „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 51 უკრაინული დრონნი გაანადგურეს, მათ შორის 36 კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე, 4 – ყირიმის ტერიტორიაზე, 2- ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და 10 უპილოტო საფრენი აპარატი აზოვის ზღვის თავზე.