რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ექვს ოლქში 71 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათი უმეტესობა – 49 დრონი – კურსკის ოლქში ჩამოაგდეს.
ამასთან, ორიოლსა და რიაზანში შვიდ-შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ბრიანსკში – ოთხი, ვლადიმირის ოლქში – სამი და ტულაში – ერთი.
