რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინამ მათ ტერიტორიას მართადი რაკეტით და 90 დრონით შეუტია

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით ს ფედერაციის რეგიონებში 90 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და „ნეპტუნი-მდ“ ტიპის მართვადი რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 90 უპილოტო საფრენი აპარატი: 38 უპილოტო საფრენი აპარატი აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე, 24 უპილოტო საფრენი აპარატი – კრასნოდარის ტერიტორიაზე, 15 უპილოტო საფრენი აპარატი – ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 7 უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ორ-ორი – კურსკისა და როსტოვის ოლქების ტერიტორიაზე და თითო-თითო უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიებზე. ასევე, აზოვის ზღვის თავზე „ნეპტუნი-მდ“ ტიპის მართვადი რაკეტა განადგურდა“, – აცხადებენ უწყებაში.