რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ქვეყნის რეგიონების თავზე 216 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 66 დრონი, კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს, 59 შავი ზღვის თავზე, 45 – სარატოვის ოლქში და 19 -ოკუპირებულ ყირიმში.
ამასთან, დრონები ჩამოაგდეს ვოლგოგრადის, როსტოვის, ბელგოროდის, ტამბოვის, ბრიანსკის, ვორონეჟის, ნიჟნი ნოვგოროდის და ორენბურგის ოლქებში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობის საწყობი და სანაპირო ობიექტები დაზიანდა.




