რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის სამ რეგიონში წუხელ 15 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ბელგოროდის ოლქში – ხუთი, ბრიანსკში კი ერთი.
მსხვერპლის ან ზარალის შესახებ, ამ დროისთვის, ინფორმაცია არ ვრცელდება.