რუსეთის თავდაცვის უწყება – ქვეყნის რეგიონებში 127 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის რეგიონებში 127 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი – 41 დრონი – ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს.
ამასთან, 37 დრონი გაანადგურეს ორიოლის ოლქში, 31 – კურსკში, 6 – მოსკოვის ოლქში, 5 – ვლადიმირში, 3 – რიაზანში, თითო-თითო კი – ბელგოროდის, ტულას და კალუგას ოლქებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი დრონი შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…