რუსეთის თავდაცვის უწყება – საჰაერო თავდაცვის ძალებმა 121 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, გასული ღამის განმავლობაში, ქვეყნის ხუთი რეგიონისა და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიის თავზე 121 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 89 დრონი – ოკუპირებულ ყირიმში, ე.წ. ს რესპუბლიკაში ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, 23 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს შავი ზღვის თავზე, 4 – კრასნოდარის ტერიტორიაზე, 2 – ორიოლის ოლქში, თითო-თითო კი აზოვის ზღვის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების თავზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და არ შეუძლია მიიღოს კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები – კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან