რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით რუსეთის თავზე 141 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თვითმფრინავის ტიპის 141 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 35 – დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე დრონი ჩამოაგდეს. ამასთან, 32 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში, 22 – კრასნოდარის მხარეში, 15 – ტულის ოლქში, 13 – კალუგის ოლქში, 7 – კურსკში, ოთხ-ოთხი რიაზანისა და როსტოვის ოლქებში, 3 – ბელგოროდის ოლქში, ორი – ლენინგრადში, თითო-თითო კი სმოლენსკის, ფსკოვის, ნოვგოროდის და მოსკოვის ოლქებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათ საღამოსა და კვირას ღამით რუსეთის ტერიტორიის თავზე 235 დრონი ჩამოაგდეს.




