რუსეთის თავდაცვის უწყება – საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის 9 რეგიონში 104 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ ქვეყნის ტერიტორიაზე 104 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონები კურსკის, ბრიანსკის, სმოლენსკის, ტვერის, ბელგოროდის, ნიჟნი ნოვგოროდის, კალუგის, როსტოვისა და ლენინგრადის ოლქებში ჩამოაგდეს.
ამასთან, ყველაზე მეტი – 47 დრონი – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს.