რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ ქვეყნის რეგიონებში 46 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 46 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 41 დრონი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, ორ-ორი ბრიანსკის და კურსკის ოლქებში, ერთი კი, ორიოლში.
